გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მონაცემთა შენახვა, ინფორმაციის ჩაწერა.
მეხსიერება და მისი ზომა. |
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური. V კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
25 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლე შეძლებს ისტ–ის საშუალებების ეფექტურად გამოყენებას.
შეისწავლის ინფორმაციის საზომ ერთეულებს.
ინფორმაციის შენახვის საშუალებების გაცნობიერებას. მეხსიერებაში მონაცემთა ადგილის განსაზღვრას და მის გაზომვას. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგი
|
·
აცნობიერებს ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის განსხვავებას.
·
უსფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ საშუალებებს (მაგ.CD,DVD,USB Flash drive) და მათი მიერთების ან /და ჩადების ადგილებს.
·
აცნობიერებს შენახული ინფორმაციის მოძებნას და მის გაზომვას ( მის მიერ დაკავებული მეხსიერების ადგლს და ზომას)
|
წინასწარი ცოდნა
|
·
მოსწავლემ უნდა იცოდეს,თუ როგორ აღინიშნება მუდმივი ინფორმაციის მატარებელი დისკური მოწყობილობები ლათინური დიდი ასოებით: C და D მყარი დისკი, E და F კომპაქტ დისკი, ფლეშ მეხსიერება (USB Flash), ციფრული ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი და ა.შ.
· ტექსტურ რედაქტორში მუშაობა.
· ფაილის ან საქაღლდის გადატანა შესაძლებელია მონაცემთა გაცვლა/ გამოცვლის ბუფერის გამოყენებით.
· ძირითადად– მეხსიერების დანიშნულება–კომპიუტერში გამოყენებული ინფორმაციის შენახვა.
· რომ გარე მეხსიერების მოწყობილობებია: კომპაქტ CD დისკი და DVD დისკები, ფლეშ მეხსიერება.
· კოპაქტ დისკის წამკითხავ მოწყობილობაში როგორ მოათავსოს ლაზერული დისკი და რომ მისი გახსნა შესაძლებელია სამუშაო მაგიდაზე მოთავსებული My computer-დან.
·
My computer–ის დიალოგურ ფანჯარაში ამოირჩიოს სასურველი დისკი, რომელიც აღნიშნული იქნება ლათინყრი E ან F ასოებით.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ
შეფასების რუბრიკის საშუალებით.
1. მოწავლემ უნდა შეძლოს კომპიუტერში, მისი დამახსოვრება და ჩაწერა მონაცემთა შენახვის საშუალებეზე.
2. ჩაწერილი მონაცემის ადგლის განსაზღვრა კომპიუტერში. 3. მონაცემების გაზომვა. |
სასწავო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
პროექტორი,
კომპიუტერი, მარკერი, CD, CD-R, CD-RW და DVD, DVD-R, DVD-RW, Flash .
|
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯერი
|
საორგანიზაციო საკითხები–2 წთ.
· A ფაზა(გამოწვევა)–15 წთ. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს მონაცემთა შენახვის საშუალებების განვითარების იერარქიას. მოსწავლეებს კითხვით მიმართავს, თუ აქვთ წარმოდგენა თანამედროვე მონაცემთა შენახვის საშუალებებზე და აჩვენებს სამ პაკეტს, სადაც სხვადასხვა სახის 3–3 დისკია მოთავსებული. მანამდე კლასს ყოფს სამ ჯგუფად. დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით. გათვალისწინებულია, რომ ცნობილია save ბრძანების დანიშნულება. მასწავლებელი მოსწავლეთა სამივე ჯგუფს აძლევს ერთი და იმავე ზომის ტექსტს: „კომპაქტ დისკების მოწყობილობები“
1996 წლიდან ფართო გავრცელება პოვეს კომპაქტური დისკებმა (CD-ROM).
დისკის ტევადობა 700 მეგაბაიტია. მასზე ჩაწერილი ინფორმაცია იკითხება დიდი
სიჩქარით. ისინი მოხერხებულნი არიან დიდი ინფორმაციის გასავრცელებლად. ბაზარზე
გავრცელებულია შემდეგი ტიპისი კომპაქტური დისკები და მისი წამკითხველები :
CD-R,CD-RW,DVD-R,DVD-RW.
· B ფაზა (შინაარსის რეალიზება)–22 წუთი.
შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მართავს დისკუსიას. აკეთებს დავალების ანალიზს
შეჯერებას ახდენს, თვითეული ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს დემონსტრირებას, პროექტორის საშუალებით.
დავალება 1.
მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ მოცემულ CD, DVD ან FLASH
მეხსიერებაში ჩაწერილი ინფორმაციის მოძებნა და My computer-ის დიალოგური ფანჯრიდან მისი გახსნა, დათვალიერება და დემონსთრირება პროექტორის საშუალებით.
ინფორაციის საზომი ერთეულების გაცნობა.
დავალება 2.
კომპიუტერში მოსწავლეთა მიერ ჩაწერილი ტექსტის შენახვა და გაზომვა.
· C ფაზა
მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს: რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპონენტები და აფასებს მოსწავლეებს.
|
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს რ უ ბ რ ი კ ა
კრიტერიუმი
|
მინიმალური
|
საშუალოზე დაბალი
|
საშუალოზე მაღალი
|
მაქსიმალური
|
|
1–2
|
3–5
|
6–8
|
9–10
|
კრიტერიუმი
I
|
მოუწესრიგებელია, არ შეუძლია
ისტ–ის ტექნოლოგიების გამოყენება.
|
მოუწესრიგებელია,
ნაკლებად შეუძლია ისტ–ის
ტექნოლოგიების გამოყენება.
|
მიღწეულია გარკვეული მიზანი. კარგად ფლობს ისტ–ს.
ჯგუფურ მუშაობაში
აქტიურია.
|
ზუსტად ფლობს ყოველ კომპონენტს.
აქტიურია ჯგუფურ მუშაობაში.
|
კრიტერიუმი
I I
|
კომპიუტერში ვერ პოულობს საჭირო მასალას.
|
ძნელად პოულობს კომპიუტერში საჭირო მასალას.
|
თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი ინფორმაციის მატარებლის მოხმარება.
|
მაქსიმალურად კარგად შეუძლია დავალების შესრულება.
კარგად ფლობს
ისტ–ს.
|
კრიტერიუმი
I I I
|
საერთოდ არ აქვს წარმოდგენა ინფორმაციის შენახვის საშუალებებზე.
|
აქვს წარმოდგენა ინფორმაციის შენახვის საშუალებებზე და მის ზოგიერთ საზომ
ერთეულზე.
|
My computer-ის
ფანჯარაში კარგად არჩევს ინფოტმაციის მატარებლის ადგლს. შეუძლია
ინფორმაციის
გაზომვა.
|
ზუსტად შეუძლია ინფორმაციის მატარებლის მოძებნა. კარგად ფლობს ინფორმაციის
საზომ
ერთეულებს. |
No comments:
Post a Comment